თეგებით ძიება

ჩოგბურთი, ცურვა, გოლფი, ლაშქრობა - ვის შეუძლია მერიის უფასო საზაფხულო პროგრამით სარგებლობა?

თბილისის მერიის უფასო საზაფხულო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ.

დეტალებს თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში განმარტავს.

"თუ ხარ თბილისში რეგისტირებული 18-29 წლის ახალგაზრდა, სხვადასხვა სპორტული აქტივობები გელოდება- იწყება 2023 წლის საზაფხულო პროგრამა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია:

1. კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი (ლისის მიმდებარე ტერიტორია);

2.  მუნიციპალური საცურაო აუზი (ზღვის უბანი) - ზღვის უბანში არსებული საცურაო აუზით ერთი თვის განმავლობაში სარგებლობა შესაძლებელი იქნება 200-ზე მეტი ახალგაზრდისთვის;

3. ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები); 

4. ჯომარდობა (ფასანაური);

5. ლაშქრობები თბილისის გარშემო, რაც წარიმართება  ორდღიანი და ერთდღიანი საველე სალაშქრო ბანაკების სახით.

ახალგაზრდები სრულიად უზრუნველყოფილები იქნებიან ტრანსპორტით, კვებით, ეკიპირებით და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით.

რეგისტრაცია დაიწყება 15 ივნისს და დასრულდება  25 ივნისს.

დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება მერიის ვებგვერდზე", - წერს თოქმაჯიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა