თეგებით ძიება

როცა ნაცი გეუბნება, რომ ხარ რუსი, დედის გინება ადეკვატურია - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ადეკვატურუა, თუ ისინი "მოღალატეს" და "რუსს" გეძახიან.

"როცა გამოდის სისხლიანი ნაციონალი, ავადმყოფები არიან მართლა, ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, ლელოელები, კოლექტიური ნაცმოძრაობაა ესეც და ათასი უბედურება იჯდა გუშინ ოპოზიციის მხარეს და გეუბნება, რომ შენ ხარ მოღალატე და რუსი, იქ დედის გინება არის  აბსოლუტურად ადეკვატური. რა თმენის ვალდებულება? როგორც კი ნაცი დაგიძახებს შენ რუსს და პასუხს არ გასცემს, საზოგადოება იფიქრებს, რომ ან ხარ სუსტი, ან ხარ მტყუანი. გუშინ კონკრეტულმა დეპუტატებმა უპასუხეს ადეკვატურად, დედის გინებით ამ ადამიანებს, რაც შეირგეს, ეს არის ერთადერთი ადეკვატური პასუხი, როცა ნაცი შენ გეძახის მოღალატეს და რუსს", - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს, მოქალაქემ "ქართულ ოცნების" დეპუტატებს რუსული რუბლები დააყარა. ფაქტმა მამუკა მდინარაძე წყობიდან იმდენად გამოიყვანა, რომ ოპოზიციას "დედის გინებით" დაემუქრა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა