15 წლის ბიჭი გააუპატიურეს - ახალი დეტალები ბათუმში მომხდარ დანაშაულზე
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, 15 წლის ბიჭი გააუპატიურეს, 16 წლის გოგოს მიმართ კი გარყვნილი ქმედება ჩაიდინეს.
„ფორტუნას“ ცნობითვე, სამართალდამცველებმა გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
TV25.GE-ის ინფორმაციით კი, ბრალდებული 40 წლამდე კაცია. დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება მეორე მოზარდს, შსს-ს განმარტებით, მის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჰქონდა ადგილი, რაზეც გამოძიება გრძელდება.
საქმეში სოციალური მუშაკია ჩართული.