"ბევრ ბიჭს მოსწონდა, შეგვეშინდა ვინმეს არ მოეტაცებინა, ამიტომაც დავნიშნეთ" - რას ამბობს 15 წლის გოგო ოჯახი, რომელსაც იძულებით ათხოვებნენ? (ვიდეო)
არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი, რომელსაც იძულებით აქორწინებდნენ ამტკიცებს რომ, ეს მხოლოდ ნიშნობა იყო და ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
"ჩემი შვილიშვილი მე-10 კლასის მოსწავლეა, როგორ უნდა გავათხოვოთ. უბრალოდ ბევრ ბიჭს მოსწონდა, ჩემს შვილიშვილს კი სხვა ბიჭი მოსწონდა..შეგვეშინდა, გოგოსაც შეეშინდა, რომ ვინმეს არ მოეტაცებინა, ამიტომაც დავნიშნეთ. კანონიც და წესიც ვიცით, სანამ 18 წლის არ გახდებოდა არ გავათხოვებდით. მასაც სწავლა უნდოდა და მამამისის სურვილიც ეს იყო. ახლა ჭორი გაავრცელეს სკოლიდან, რომ მამამისმა ცემა, იძალადა და უნდოდა გაეთხოვებინა ეს სისულელეა. გოგო 9 თვეა იმ ბიჭზე თავის სურვილით დაინიშნა.. ჩემი ვაჟიც და ის ბიჭიც ტყუილად დააკავეს", - ამბობს გოგოს ბებია.
შეგახსენებთ, მარნეულის ერთ-ერთ სოფელში, არასრულწლოვანის ქორწინების იძულების ფაქტზე ორი პირი დააკავეს - გოგოს მამა და 23 წლის ბიჭი, რომელზეც მოზარდს უნდა ექორწინა.