გაფიცულ მაღაროელებს სახალხო დამცველმა ჩააკითხა
ჭიათურაში პროტესტის მეათე დღეს გაფიცულ მაღაროელებთან სახალხო დამცველი ჩავიდა.
ლევან იოსელიანი გაფიცულებს და მოშიმშილეებს ჭიათურაში შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო. იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ფლობს ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ.
შეგახსენებთ, აქციის 10 მონაწილე უკვე მე 4 დღეა შიმშილობს. დღეს მათ ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
ცნობისთვის , მაღაროელები სამუშაო დროს შემცირებასა და ხელფასების ზრდას მოითხოვენ.