თეგებით ძიება

როცა პროექტში მაქვს მძიმე დღეები, ვცდილობ, დრო მათთან გავატარო - ვის შესახებ საუბრობს ირაკლი მახარაძე?

რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონის მონაწილე, ირაკლი მახარაძე განმარტავს, თუ რამხელა მნიშნელობა აქვს მის ცხოვრებაში მეგობრებს.

"ცხოვრებაში ჩემთვის ყველაზე დიდი ღირსება და ფასეულობა ყოველთვის ადამიანია. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე ვცდილობდი, რომ შემეძინა მეგობარი და სხვადასხვა ადგილიდან წამომეყვანა - იყო ეს სკოლა, უნივერსიტეტი...

აქედან გამომდინარე, შევიძინე ბევრი მეგობარი და შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ძალიან ბედნიერი ადამიანი. ახლაც, როცა პროექტში მაქვს მძიმე დღეები და პერიოდი, ის ერთი დღე, როდესაც გამოვდივარ მე გარეთ, ვცდილობ, ეს დღე მათთან ერთად გავატარო. ყოველთვის ვისმენ მათგან რჩევებს, შეფასებებს, რადგან მეგობრის აზრი ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტია. ეს არის ის ენერგიები, რომელიც მავსებს და მაძლევს ძალას, გავაგრძელო ჩემი მოღვაწეობა "პრაიმ ჰაუსში“, - ამბობს ირაკლი "პრაიმ ტაიმთან".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა