თეგებით ძიება
15. 06. 2023 სპორტი

U21-ის ევროპის ჩემპიონატზე გიორგი მიქაუტაძე არ ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების და „მეცის“ ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე გულშემატკივრებს ატყობინებს, რომ 21-წლამდე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს.

"ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი გაფართოებულ შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელს. რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ, მინდა გულშემატკივარმა იცოდეს, რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო მოახლოებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში ძალიან რთული იქნება. წარმატებები საქართველოს, დარწმუნებული ვარ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ“, - ამბობს გიორგი მიქაუტაძე. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა