თეგებით ძიება

პარლამენტმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა საჰაერო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების სპეციალიზებულ ექსპლუატაციას და პარაპლანით ფრენების რეგულირებას ეხება, დაჩქარებული წესით განიხილა. საკითხი მესამე მოსმენით განსახილველად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, აქამდე ქვეყანაში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის და ექსპლუატაციის ზემეტად მკაცრი მოთხოვნები მოქმედებდა, რამაც გამოიწვია, რომ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ეს დარგი სათანადოდ არ არის განვითარებული.

მისივე განმარტებით, ცვლილებები ხორციელდება შესაბამის საკანონმდებლო აქტში, რომელიც პარაპლანით ფრენების წარმოებასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს დაადგენს. კერძოდ, განისაზღვრება პარაპლანის აღჭურვილობის ვარგისიანობის დადგენის, ასევე პარაპლანის ოპერატორის სერტიფიცირებისა და პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის საკითხები.

"დარწმუნებული ვართ, ამ საკანონმდებლო ჩარჩოს მიღებით ჩვენ ერთობლივად შევძლებთ, რომ მინიმუმამდე შევამციროთ ის თანმდევი რისკები, რომელიც სამწუხაროდ, თან სდევს პარაპლანით ფრენების შესრულებას და ამით შევძლებთ მრავალი ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

პარლამენტმა 79 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა კანონპროექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა