ოკუპირებულ აფხაზეთში შვილმა მამა მოკლა
ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში შვილმა მამა მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკი“ ავრცელებს.
ე.წ. პროკურატურის ცნობით, 17 წლის ინალ დელბამ მამამისს, ჯემა დელბას, სანადირო თოფიდან ესროლა, რის შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ინალ დელბა დაკავებულია.