თეგებით ძიება
15. 06. 2023 მსოფლიო

გრიგორი ლეპსი და ნიკოლაი ბასკოვი უკრაინის მფლობელობაში არსებულ განადგურებულ ტანკში 1 მილიონ რუბლს იხდიან - რას წერს რუსული მედია?

რუსეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მომღერალი, გრიგორი ლეპსი და რუსი მომღერალი, ნიკოლაი ბასკოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების მფლობელობაში არსებული თითო ტანის განადგურებაში 1 მილიონ რუბლს გადაიხდიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირობა მათ პეტერბურგის ეკონომიკის ფორუმზე დადეს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების დახმარების ინიციატივა, გრიგორი ლეპსთან და ნიკოლაი ბასკოვთან ერთად, კიდევ ერთმა მომღერალმა, ვლადიმერ კისილიოვმაც გამოთქვა.

"ჩვენ იქამდე დავეხმარებით ჩვენს მებრძოლებს, ვიდრე ცოცხლები ვართ, ვიდრე შეგვიძლია ჩვენი სამშობლოსთვის მოვკვდეთ..." - აღნიშნა გრიგორი ლეპსმა.

რუსული მედიის ცნობით, როგორც გრიგორი ლეპსი, ასევე ნიკოლაი ბასკოვი დონბასში რამდენჯერმე იმყოფებოდა, მათ კონცერტიც გამართეს და რუსი ჯარისკაცები მოინახულეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა