საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს გზებზე არსებული შეზღუდებისა და აკრძალვების შესახებ აფრთხილებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო - ცაგერი - ლენტეხი - ლასდილის საავტომობილო გზის კმ91-კმ92 (სოფ. ბაბილი) მონაკვეთზე 300 მ-ზე, ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული ღვარცოფული პროცესების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში.