"ბორჯომის ერთ-ერთ სოფელში ბეტონის გზა დააგეს. მოსახლეობამ საქონელი არხეინად გაუშვა და გააფუჭეს" - რა ინფორმაცია ვრცელდება? (ფოტო)
სციალური ქსელის მომხმარებელი, თაკო მეფარიშვილი ფოტოს აქვეყნებს, სადაც ახალდაგებული გზის მდგომარეობაა ასახული.
" ბორჯომის ერთ-ერთ სოფელში ბეტონის გზა დააგეს. ჰოდა, მოსახლეობამ საქონელი არხეინად გაუშვა და გააფუჭეს. ხალხი იძახის, არ გაგვაფრთხილესო, გამგებელი წუხს - რა უყურადღებო ხალხიაო. ბოლო სერიაში, მაინც ტრიპოფობები იტანჯებიან ამ ფოტოს ყურებით, თორემ ამ ქვეყანას რა ეშველება, ჯერ უცნობია", - წერს მეფარიშვილი.