თეგებით ძიება

ხელოვნურს სუნთქვაზეა - როგორა არის ჯარისკაცი, რომელსაც მეხი დაეცა?

ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლვალ მძიმეა, თუმცა გარკვეული პარამეტრები დასტაბილურდა. 

აფრასიძე უგონო მდგომარეობაში, გულის გაჩერებითა და დამწვრობით საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მას 15 ივნისს, ორფოლოს პოლიგონზე მეხი დაეცა.

"მთავარი არხის" ცნობით, ჯარისკაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა.

"აქტიურად გადაყვანა მოხდა დასტაბილურების პერიოდში. რეანიმაციული სიტუაცია იყო, დაინტუბირდა, პაციენტი ხელოვნური მართვის სუნთქვაზე გადავიყვანეთ და ჰერმოდინამიკა მედიკამენტების დონეზე სტაბილურადაა", - ამბობს ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, კახი მუხიგულაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ორფოლოს პოლიგონზე შემთხვევა 15 ივნისს საღამოს მოხდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე, სავარაუდოდ, ტელეფონზე საუბრობდა. ის უგონო მდგომარეობაში,  გულის გაჩერებითა და დამწვრობით ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, სადაც რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა საბოლოოდ თბილისში გადმოიყვანეს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა