თეგებით ძიება

დააკავეს კაცი, რომელმაც ძაღლი იარაღით მოკლა

წალკაში ძაღლის იარაღით მოკვლის ფაქტზე ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს სამინისტრო ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ესვრის მოქალაქე მიუსაფარ ძაღლს მანქანიდან, შემდეგ კი გადმოდის და დაჭრილ ცხოველს დამიზნებით კიდევ რამდენჯერმე ესვრის.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა