თეგებით ძიება

კაცს დამწვრობა აღენიშნება მკერდის წინა ზედაპირზე და მართვით სუნთქვაზე იმყოფება - როგორია დაშავებული ჯარისკაცის მდგომარეობა?

ჯარისკაცის მდგომარეობა, რომელსაც ახალციხეში მეხი დაეცა, მძიმეა, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

„ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს გუშინ ღამით, გადმოყვანილი იქნა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლიდან რეანომობილით. მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია. სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად მიიღო დაზიანება. დამწვრობა აღენიშნება მკერდის წინა ზედაპირზე, ქვემო კიდურებზე და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სამწუხაროდ, საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს მიღებული“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

გუშინ, 15 ივნისს ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე ჯარისკაცს მეხი დაეცა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ მოკვლევა დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა