აშშ-ს მოუწევს, არჩევანი გააკეთოს NATO-ს დაშლასა და ომში წასვლას შორის - ზელენსკიმ ტრამპი უკრაინაში დაპატიჟა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინაში დაპატიჟა.
ამით ზელენსკი ტრამპისა და და ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ უკრაინის მიმართ ამერიკის სამხედრო დახმარებას.
"რომელიმე კანდიდატი ან სენატორი, ვინც ფიქრობს, რომ ძვირი ჯდება უკრაინისთვის აშშ-ის მხარდაჭერა, მზადაა ომში წასასვლელად? ბრძოლისთვის? მისი შვილების გასაშვებად? მზად არიან სიკვდილისთვის? რადგან მათ ამის გაკეთება მოუწევთ, თუ NATO ჩაერთვება ომში და თუ უკრაინა დამარცხდება, თუ რუსეთი უკრაინის ოკუპაციას მოახდენს, რუსეთი გააგრძელებს ამას ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთსა და ა.შ. ისინი ომს დაიწყებენ NATO-ს რომელიმე წევრ ქვეყანასთან და ამ სიტუაციაში აშშ-ს მოუწევს არჩევანი გააკეთოს NATO-ს დაშლასა და ომში წასვლას შორის", - თქვა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვლიდან რუსეთ-უკრაინას შორის ფართომასშტაბიანი ომი მიმდნარეობს.