თეგებით ძიება

სტრესი და შფოთვები მქონდა - რას ამბობს "პრაიმ ჰაუსის" ერთ-ერთი მონაწილე?

სატელელვიზიო შოუს, „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, გიორგი დიასამიძე აცხადებს, რომ ცხოვრებაში ბევრი სირთულე გადალახა.

„ბავშვობა ამ გადმოსახედიდან კარგად მახსენდება, მენატრება, მაგრამ იყო ბევრი ტკივილი, რამაც ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამე დატოვა. იყო ძალიან დიდი გაჭირვება, დედა და მამა მაშინ გაშორდნენ, როცა მე ძალიან პატარა ვიყავი. ამას დაემატა ბაბუას გარდაცვალება, რომელმაც მე გამზარდა, ჩამინაცვლა მამის სიყვარული და სითბო... ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მე რაღაცისთვის მიმეღწია.

ამ სიტუაციიდან და სტრესების გამო ნაადრევ ასაკში, 13-14 წლიდან ალკოჰოლის სმა დავიწყე. მეგონა, რომ ალკოჰოლი იმ მომენტში მიშველიდა, ყურადღებას გადამატანინებდა და აღარ ვიფიქრებდი... თავს ვაჯერებდი, რომ სასმელი იმ მომენტში მშველიდა, მაგრამ იმას ვერ ვხვდებოდი, რომ გაძლიერების ნაცვლად, უფრო და უფრო დაბლა მივდიოდი. უფრო მეტი რამ შემეძლო გამეკეთებინა, თუნდაც მესწავლა, ჩემი ცხოვრება შემეცვალა...

„იბრძოლე ბოლომდე და მიჰყევი შენს ცხოვრებას. არ დანებდე არასდროს და არ დაკარგო შენი ადამიანობა“ - სწორედ ბაბუაჩემის ეს სიტყვები იყო, რომ ალკოჰოლისთვის თავი დამენებებინა და ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შემეცვალა. მე ეს დავძლიე, გვერდით ბებია და დედა მედგნენ და ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალე...“ - ამბობს გიორგი დიასამიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა