თეგებით ძიება
16. 06. 2023 ბიზნესი

"რუსებმა შეძენილი ბინების უფრო იაფად გაქირავება დაიწყეს... საქართველოს მოქალაქეებს ართმევენ შემოსავლის წყაროებს, რის გამოც ქართველი იძულებულია წავიდეს ემიგრაციაში" - ანა ბუჩუკური

პოლიტიკოსი, ანა ბუჩუკური უძრავი ქონების ბიზნესში რუსეთის მოქალაქეების მიერ გავლენის მოპოვებაზე წერს და ქართველების იძულებით მიგრაციაზე ამახვილებს ყურადრებას.

"არაერთი ადამიანისგან გავიგე, რომ რუსებმა შემოსვლიდან მალევე შეძენილი ბინების უფრო იაფად გაქირავება დაიწყეს - ისევ რუსებზე.

ანუ - რუსების უკონტროლო შემოსვლამ ქართველებისთვის ბინების ფასი გააძვირა, თავად რუსებმა დაიწყეს ფულის შოვნა და თავად რუსები ქირაობენ ამ ბინებს იაფად.

ეს ნიშნავს იმას, რომ რუსები ქმნიან ჩაკეტილ სოციუმებს, სადაც მათ მიერ შექმნილი ბიზნესი ისევ რუსებს ემსახურება, თანაც არ იხდიან საქართველოს ბიუჯეტში გადასახადებს - ჯამში ისინი საქართველოს მოქალაქეებს ართმევენ შემოსავლის წყაროებს, სამუშაო ადგილებს, რის გამოც ქართველი იძულებულია წავიდეს ემიგრაციაში. 

აყვავებული ეკონომიკა, როგორც ასეთი, - წერს ბუჩუკური და მიმართავს "ქართულ ოცნებას".

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან საქართველოში რუსეთის ათასობით მოქალაქე შემოვიდა, რომელთაც საქართველოში დაიწყეს ბიზნესები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა