"უმნიშვნელოვანესი ამბავი" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი კეკელიძე?
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და ძმებ არველაძეებთან თანამშრომლობაზე წერს.
" უმნიშვნელოვანესი ამბავი:
საქართველოში სკვერის ბიბლიოთეკებისა და წიგნის ბუდეების მხარდამჭერი "ფონდი არველაძე" გახდა. მათი მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში გააგრძელებს ულამაზესი გარე–სამკითხველოების მოწყობას", - წერს კეკელიძე.