თეგებით ძიება

ფიზიკურად იძალადა - მოწყალების მთხოვნელი ქალი სასულიერო პირს ძალადობაში ადანაშაულებს

მოწყალების მთხოვნელი მარინა ბაკურაძის მტკიცებით, მას გოგნის სალოცავის წინამძღვარი, იოანე რევიშვილი ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას  "ინფო იმერეთი" ავრცელებს.

“გოგნის სალოცავზე ვიმყოფებოდი,  ჩემთვის ვიჯექი და წყალობას ვითხოვდი. დავინახე  კაცს მოჰქონდა შესაწირი ცხვარი და ვთხოვე, გაჭირვებული ვარ და მე მაჩუქეთქო, მართლა ასე მოიქცა. ამაზე  გაღიზიანდა იოანე რევიშვილი და ფიზიკურად იძალადა. სკამზე, სადაც ვიჯექი წიხლი დაარტყა. პოლიციაც მოსული იყო”, – აცხადებს მარინა  ბაკურაძე.

გამოცემასთან მამა იოანე რევიშვილი მარინა ბაკურიძეზე ძალადობას უარყოფს.

“ძალიან უხეში ქალბატონია. იპარავს ყველაფერს. მოვკიდე ხელი და ვუთხარი გაბრძანდით ქალბატონოთქო, ამაზე გაღიზიანდა, მაგრამ ძალადობა ჩემი მხრიდან არ ყოფილა”, – აცხადებს “ინფო იმერეთთან” იოანე რევიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა