თეგებით ძიება

"ანწუხელიძეა, ბიჭო, შენი ლაჩარი, ჰა? ბოდიში უნდა მოიხადოს ყეყეჩური სიტყვების გამო" - ალეკო ელისაშვილი თორნიკე რიჟვაძეზე

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც 2008 წლის ომს "ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.

"რიჟვაძეა თუ ვიღაცაა, უნდა გამოვიდეს და ბოდიში უნდა მოუხადოს 2008-ში დაღუპულთა ოჯახებს და ყველა ნაომარ ბიჭს! დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს ყეყეჩური სიტყვების გამო. ანწუხელიძეა, ბიჭო, შენი ლაჩარი ჰა? შე სად იყავი ომის დროს შე მართლა თანამდებობაზე გაბღენძილო ლაჩარო", - წერს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას 2008 წლის აგვისტოს ომს "ლაჩრულად წაგებული" უწოდა. 

მან განაცხადა, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ "ლაჩრულად წაგებული ომის შემდეგ მწვანე აუნთო აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს".

ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა