თეგებით ძიება

"მივიღე ბევრი მუქარა...არანაირ პროპაგანდას არ ვეწევი არც მე, არც მამაჩემი" - სოფო ჭყონია მიმართვას ავრცელებს

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სოფო ჭყონია "მაკდონალდსის" ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და წერს, რომ ემუქრებიან.

"მინდა, გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ატეხილ და ახლაც მიმდინარე, დაუსრულებელ ამბავს რომელიც უკვე გაცდა "მაკდონალდსის" თემას და პირდაპირ ეხება ჩემს ოჯახს. მივიღე ბევრი მუქარა, თუ შერაცხყოფა პირად თუ ღია სივრცეში. არ მაინტერესებს ვინ დაგეგმა, რა დაგეგმა და რისთვის, თუმცა ყველაფერი ნათელია. არანაირ პროპაგანდას არ ვეწევი არც მე, არც მითუმეტეს მამაჩემი. თუმცა კატეგორიულად ვგმობ ჰომოფობიას და ადამიანის არჩევანის შეზღუდვის ან წართმევის უფლებას!!!! 

დღესდღეობით პროპაგანდა რუსული ვიცი მარტო, რომელმაც მოიცვა საქართველო.

სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც ბნელი ძალები და გაუნათლებლობა უფრო მეტია, ვიდრე საღი აზრი! ქვეყანაში ბევრად უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე ეს შემოგდებული, ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია და მცდელობა ყურადღების გადატანის იმ თემებიდან, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად უნდა აწუხებდეს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. იმედი მაქვს მალე ისეთ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა ან განხილვის თემა ელტონ ჯონის ქორწინება იქნება", - წერს ჭყონია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა