თეგებით ძიება

"ჰომოფობიის გაღვივებას ჯობია, ის აკონტროლოთ, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს თავი დამნაშავე გონიათ და თავს იკლავენ!" - მაია დარსმელიძე

მუსიკოსი, მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში ჰომოფობიის გაღვივებისა და საქართველოში ბავშვების სექსუალური ძალადობის გახშირებული ფაქტების შესახებ საკუთარ მოსაზრებას წერს.

"ელტონ ჯონზე და მის არატრადიციულ ოჯახზე (და სხვა მრავალზეც) თუნდაც იმიტომ უნდა იწერებოდეს, რომ ბნელმა და უვიცმა მშობლებმა ბავშვებს დაბადებიდან არ უნერგონ განსხვავებულის ზიზღი და არ ზრდიდნენ ბოროტ და უვიც მოძალადეებს. 

როდესაც "ტუფლი" მშობლები მიხვდებიან, რომ ორიენტაციას არავინ ირჩევს, იმასაც მიხვდებიან, რომ ჰომოსექსუალობა გადამდები არ არის. 

ისე, როგორ ბნელა და როგორი წარმოუდგენელი სიგიჟეა, რომ ასეთი ელემენტარული რაღაცები უნდა უხსნა უვიცებს…

ჰომოფობიის გაღვივებას, ჯობია ის აკონტროლოთ, რომ საქართველოში გახშირებული სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს თავი აქეთ რაღაცაში დამნაშავე გონიათ და თავს იკლავენ!!!! 

ეს ხდება სწორედ იმ თქვენი ქვისხანური და არაადეკვატური მიდგომის გამო, რომელიც ამ - ქვეყნად წოდებულ საგიჟეთში ნორმად მკვიდრდება, თქვე ბნელებო!!!!", - წერს დარსმელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა