თეგებით ძიება

ანწუხელიძის სახელი და გვარი მაინც არ გაუგია? - ხატია დეკანოიძე თორნიკე რიჟვაძეზე

ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­ი დე­პუ­ტატ­ი, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძეს მი­მარ­თავს, რო­მელ­მაც უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას 2008 წლის ომს "ლაჩ­რუ­ლად წა­გე­ბუ­ლი“ უწო­და.

"არ შე­მიძ­ლია არ გა­მო­ვეხ­მა­უ­რო თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, ამაზ­რზენ გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც ჩვენს მე­ომ­რებს, სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ ნა­წილს, ვინც 2008 წელს თავ­და­უ­ზო­გა­ვად იბ­რძო­და იმის­თვის, რომ რუ­სუ­ლი ჯარი შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა, ამ ადა­მი­ა­ნებს უწო­დებს ლაჩ­რებს. არ შე­მიძ­ლია არ ვუ­თხრა ამ კაცს, სა­ერ­თოდ რა სენ­სი­ტი­უ­რო­ბა აქვს, ან რა კავ­ში­რი აქვს სამ­შობ­ლოს­თან, ან რამე თუ იცის სა­ერ­თოდ, რამე თუ გა­უ­გია 2008 წელს და­ღუ­პულ ჩვენს გმი­რებ­ზე, ან­წუ­ხე­ლი­ძის სა­ხე­ლი და გვა­რი მა­ინც არ გა­უ­გია? მე სა­ერ­თოდ წარ­მოდ­გე­ნაც კი არ შე­მიძ­ლია ასე­თი ადა­მი­ა­ნი მერე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­რეთ გა­მო­ვი­დეს, სხდო­მა­ზე დაჯ­დეს და მო­რა­ლი უკი­თხოს თუნ­დაც მის­თვის მი­უ­ღე­ბელ ადა­მი­ანს. მე მინ­და მას ვუ­თხრა, რომ ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც იბ­რძო­და 2008 წელს, იცავ­და ჩვენს ქვე­ყა­ნას, ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც აკა­ვებ­და მტერს სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად, ვინც პარ­ტი­ის­თვის კი არა, თა­ვი­სი სამ­შობ­ლოს­თვის იბ­რძო­და, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან გმი­რე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ განაცხადა: "2008 წელს, ლაჩ­რუ­ლად წა­გე­ბუ­ლი ომის შემ­დგომ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მწვა­ნე აუნ­თო, უვი­ზო რე­ჟი­მი და­უ­წე­სა და ყვა­ვი­ლე­ბით, ქარ­თუ­ლი ღვი­ნით ხელ­ში ეგე­ბე­ბო­და“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა