შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" გაფრთხილება
19 ივნისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს გუდაურში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კაიშაურები, ქვეშეთი, არახვეთი, ქუმლისციხე, სეთურნი, ზემო მლეთა, ქვემო მლეთა, ნადიბაანი, ჯაღმიანი, ზაქათკარი, ხარხეთი, ლაკათხევი და მიმდებარე სოფლებში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აცხადებენ კომპანიაში.