„ჩვენი ჯარისკაცები გმირები არიან, იყვნენ და იქნებიან, ლაჩარი თქვენი ბელადი სააკაშვილია“ - თორნიკე რიჟვაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„სხვა დროისთვის რომ იცოდეთ, კიდევ ერთხელ: ჩვენი ჯარისკაცები გმირები არიან, იყვნენ და იქნებიან, ლაჩარი თქვენი ბელადი სააკაშვილია", - წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: "2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით, ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა“.