თეგებით ძიება

სად წავიდა დემენცია, სად წავიდა 40 დაავადება, რომელსაც სიკვდილამდე მიყავდა? - ირაკლი კუპრაძე სააკაშვილზე

„ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, ირაკლი კუპრაძე ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს.

“მე, როგორც ადამიანს და იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, რომელმაც ბევრი იმუშავა სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხებზე – ერთ-ერთი პირველი ვიყავით, რომლებიც საპარლამენტო ბოიკოტში გავედით, საერთაშორისო ველზე სააკაშვილის გადარჩენის საკითხს ვაყენებდით, ბოდიში და კეთილი ინებონ და, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გააკეთონ განცხადება და ჩაგვაყენონ საქმის კურსში, სად წავიდა დემენცია, სად წავიდა 40 ისეთი დაავადება, რომელსაც სიკვდილამდე მიყავდა? რას აკეთებენ საერთოდ და როგორ გვატყუებენ კოლეგებს?“ - განაცხადა კუპრაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ბრუნდება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა