თეგებით ძიება

„გადაიყვანეთ ციხეში საუკუნის თაღლითი და დროშის ტარები ჩქარა!!!“ - ლალი მოროშკინა

პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„აღდგა თუ აღსდგა?

გადაიყვანეთ ციხეში საუკუნის თაღლითი და დროშის ტარები ჩქარა!!!

მრავალშვილიან მამას, რეპროდუქტოლოგიის კორიფეს, უღრუბლო ცა, წკრიალა ზღვა, ნუ რა უნდა სხვა ვივამედის სარკმლიდან?

ნურას უკაცრავად..

დროა, თვალცრემლიანი დაემშვიდობოს მის მიერ ნაჯიჯგნ და ნატანჯ პერსონალს, შემოიგლიჯოს "მატროსკა", დაიმშვენოს  

სათბურში გამოზრდილი ხორცი ერთი-ორი ტატუთი და ეჰეი...

ჩაანაცვლოს "კინდერ-სიურპრიზი" ხაბე, რომლის "ბოტებიან-ფოსტლებიანი"ფოტო იყო ბოლო წვეთი დიდი მიხეილის მოთმინებისა.

P.S. ხაბე, მადლობა თქვი, რომ ის ზის - შენ გარეთ ხარ, თორემ სულ სათითაოდ ჩაგილეწავდა კეზერას ჩადგმულ დანტისტურ საოცრებას.

იხარე ხაბეანთ ბიჭუნა, სანამ ეგ გამოვა, მანამ არ გაგიხუნდეს მეტალო-კერამიკა“, - წერს ლალი მოროშკინა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ბრუნდება. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა