სააკაშვილი რეალურად ქართული პოლიტიკიდან წასული არ ყოფილა - გიორგი ვაშაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს.
„მიხეილ სააკაშვილი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საკუთარ პოზიციებთან დაკავშირებით, მობრუნდა თუ არ მობრუნდა ქართულ პოლიტიკაში, თუმცა სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ის რეალურად წასული იყო ქართული პოლიტიკიდან, პოლიტიკის ნაწილია მიხეილ სააკაშვილი.
მე დღესაც მხარს ვუჭერ მის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლებას იმიტომ, რომ ნამდვილად ვფიქრობ, რომ ის პუტინის დავალებით ზის ციხეში „ქართული ოცნების“ ხელით, ეს არის პირდაპირ პუტინის დავალება. ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობს რუსული რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებას და პუტინის სურვილების არ აღსრულებას საქართველოში, მე ყველაფერს დავუჭერ მხარს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ბრუნდება.