ბელარუსში პირველი ტაქტიკური ბირთვული იარაღი განთავსდა - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსში პირველი ტაქტიკური ბირთვული იარაღი განთავსდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
პუტინის თქმით, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება „თეორიულად შესაძლებელია, თუ რუსეთის არსებობის საფრთხე იქნება“.
ცნობისთვის, 13 ივნისს, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი რამდენიმე დღეში ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსდება.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია მკაცრი უნდა იყოს.