"ყველა გამოდით, გთხოოოოოვთ, გაავრცელეთ პოსტი ყველამ, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს" - დიღომში დაკარგული ბავშვის ფოტო ვრცელდება
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნუცა მაჩაბელი ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამის ფოტოს ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
"დიდ დიღომში დაიკარგა 11 წლის მარიამი, ვისაც შეგიძლიათ და არ შეგიძლიათ, ყველა გამოდით გთხოოოოოვთ, გაავრცელეთ პოსტი ყველამ, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს", - წერენ სოციალურ ქსელში.
მანამდე გავრცელდა ცნობა, თითქოს ბავშვი იპოვეს, თუმცა ინფორმაცია მოგვიანებით უარყვეს.