"აქვს გრძელი ყავისფერი თმა. აცვია მწვანე ფერის მაისური, ჯინსის ბრიჯები. გააზიარეთ, რომ ყველამ ნახოს" - რა ინფორმაცია ვრცელდება 11 წლის გოგოზე, რომელსაც ეძებენ?
თბილისში, დიდ დიღომში დაკარგული მარიამ ბარაბაძის ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება, ასევე მისი ქვეყნდება გარეგნული მახასიათებლების შესახებ ზუსტი ინფორმაცია.
"ვეძებთ 11 წლის მარიამს. აქვს გრძელი ყავისფერი თმა. აცვია მწვანე ფერის მაისური , რომელზედაც გამოსახული არის კიკინებიანი ჩინელი გოგონა, ჯინსის ბრიჯები, წელის შავი ჩანთა. გააზიარეთ, რომ ყველამ ნახოს", წერს სოციალურ ქსელში ნუცა მაჩაბელი.
გოგონა 16 ივნისს, დღის მეორე ნახევარში "მწვანე სკოლის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბავშვს მოსახლეობასთან ერთად პოლიციაც ეძებს.