თეგებით ძიება

"ამბობენ, რომ მისი ტელეფონი ტყეში იპოვეს" - რას წერს ჟურნალისტი დიდ დიღომში დაკარგულ ბავშზვე?

ტელეწამყვანი, მაკა რაზმაძე დიდ დიღომში 11 წლის მარიამის გაუჩინარების ფატს ეხმაურება და წერს, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბავშვის ტელეფონი ტყეში იპოვეს.

"ჩემს მეგობრებში თუ ხართ და ალბათ ხართ დიდ დიღომში მცხოვრები ადამიანები. გთხოვთ, კარგად დააკვირდით ამ გოგონას - ეს 11 წლის მარიამია, რომელიც სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა ამ დრომდე. ზუსტი ინფორმაცია არავინ იცის, მაგრამ ამბობენ, რომ მისი ტელეფონი ტყეში იპოვეს. აცვია მწვანე ზედა და ბოლოს ნახეს სკოლასთან. ალბათ სწორედ ამ წუთებში ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება .გთხოვთ, ყურადღებით იყავით, იქნებ იცნოთ და სახლში დააბრუნოთ პატარა გოგონა.

112-ში დარეკეთ მაშინვე, ან სოციალურ ქსელში დაწერეთ და ოჯახს მივაწვდინოთ ხმა...არც ვიცი, სხვა რა უნდა ვთქვა. ღმერთმა მშვიდობით დააბრუნოს სახლში მარიამი ",- წერს მაკა რაზმაძე.

გოგონა 16 ივნისს, დღის მეორე ნახევარში "მწვანე სკოლის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბავშვს მოსახლეობასთან ერთად პოლიციაც ეძებს.

მარიამს აქვს გრძელი ყავისფერი თმა. აცვია მწვანე ფერის მაისური, რომელზედაც გამოსახული არის კიკინებიანი ჩინელი  გოგონა, ჯინსის ბრიჯები, წელის შავი ჩანთა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა