"თქვენ-თქვენი სადარბაზოები, ეზოები, მიმდებარე ადგილები გადაჩხრიკეთ ყველაფერი. არ დავიძინოთ ამაღამ. უნდა ვიპოვოთ! გააზიარეთ" - გიორგი გაბუნია მიმართვას ავრცელებს
ტელეწამყვანი, გიორგი გაბუნია მიმართვას ავრცელებს და დიდ დიღომში 11 წლის მარიამის გაუჩინარების გამო, საზოგადოებას სადარბაზოების და ეზოების შემოწმებისკენ მოუწოდებს.
"თუ კი ვინმე დიდ დიღომში ცხოვრობთ, ყველას უმორჩილესად გთხოვთ, საკუთარი სადარბაზოები საგულდაგულოდ დაათვალიერეთ. რამდენიმე მეგობარს ეწერა,რომ ამ ბავშვს ადრეც ქონია ასეთი შემთხვევა და შემდეგ ჩაძინებული უნახავთ. ღვთის წყალობით იქნებ ზუსტად იგივე სიტუაციასთან გვქონდეს საქმე.(ცუდზე ფიქრიც კი მზარავს) ამიტომ, ვინც ამ პოსტს ნახავთ, მიაწვდინეთ ყველას ხმა ვისაც დიდ დიღომში იცნობთ. ასევე მეზობელ უბნებშიც. არაფერია გამორიცხული სადმე სხვაგან გადასულიყო.
და თქვენ-თქვენი სადარბაზოები, ეზოები, მიმდებარე ადგილები გადაჩხრიკეთ ყველაფერი. არ დავიძინოთ ამაღამ. უნდა ვიპოვოთ!!!!
ძალიან გთხოვთ ყველას!!!
თან გააზიარეთ ეს პოსტი ყველამ
რომ ნახოს", - წერს გაბუნია.
გოგონა 16 ივნისს, დღის მეორე ნახევარში "მწვანე სკოლის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბავშვს მოსახლეობასთან ერთად პოლიციაც ეძებს.
მარიამს აქვს გრძელი ყავისფერი თმა. აცვია მწვანე ფერის მაისური, რომელზედაც გამოსახული არის კიკინებიანი ჩინელი გოგონა, ჯინსის ბრიჯები, წელის შავი ჩანთა.