თეგებით ძიება

"დიღომში ვართ, ათასობით ადამიანია ქუჩაში და ცდილობს ორგანიზებას" - რა ხდება დიღომში, სადაც მოსახლეობა 11 წლის ბავშვს ეძებს

პარტია "ლელოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე დიდ დიღომში არსებულ ვითარებაზე წერს და აღნიშნავს, რომ დაკარგული 11 წლის მარიამის საპოვნელად ასეულობით ადამიანი გამოვიდა.

"დიღომში ვართ, ათასობით ადამიანია ქუჩაში და ცდილობს ორგანიზებას. ქაოსია და ვერ ხერხდება. ერთი პოლიციის ეკიპაჟიც კი არაა, რომ დააჯგუფოს ამდენი ადამიანი, შეკრას ჯგუფებად თითო პოლიციელი მიამაგროს, ვინც დიდი დიღმის უბანი იცის და გავიშალოთ საძებნად. 

3 კაცი რომ ვდგავართ 2 პლაკატით, 100 პოლიციელი გვდარაჯობს და რა გახდა აქ შსს მობილიზება, რომ დაიხმარონ რამდენიმწ ათასი ადამიანი!", - წერს კუპრაძე.

გოგონა 16 ივნისს, დღის მეორე ნახევარში "მწვანე სკოლის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბავშვს მოსახლეობასთან ერთად პოლიციაც ეძებს.

მარიამს აქვს გრძელი ყავისფერი თმა. აცვია მწვანე ფერის მაისური, რომელზედაც გამოსახული არის კიკინებიანი ჩინელი  გოგონა, ჯინსის ბრიჯები, წელის შავი ჩანთა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა