თეგებით ძიება

"დიდ დიღომში დაიკარგა ჩემი ძმისშვილი. ვეძებთ ვერსად ვპოულობთ. დაათვალიერეთ ყველაფერი" - 11 წლის მარიამის ბიძა მიმართვას ავრცელებს

სოციალური ქსელის მომხმარებელი, აკო ახალაია წერს, რომ მისი ძმისშვილი დაიკარგა და საზოგადებას დახმარებას სთხოვს.

"დიდ დიღომში დაიკარგა ჩემი ძმისშვილი. ვეძებთ ვერსად ვპოულობთ. გთხოვთ დაგვეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში და თუ მიმდებარე ტერიტორიაზე, უბანში ცხოვრობთ, იქვეც დაათვალიეროთ ყველაფერი… მარიამი ქვია", - წერს აკო ახალაია.

გოგონა 16 ივნისს, დღის მეორე ნახევარში "მწვანე სკოლის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბავშვს მოსახლეობასთან ერთად პოლიციაც ეძებს.

მარიამს აქვს გრძელი ყავისფერი თმა. აცვია მწვანე ფერის მაისური, რომელზედაც გამოსახული არის კიკინებიანი ჩინელი  გოგონა, ჯინსის ბრიჯები, წელის შავი ჩანთა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა