"მარიამი თავისი ძაღლის სახლში იმალებოდა..." - რა ინფორმაცია ვრცელდება ბავშვზე, რომელსაც დიდ დიღომში ეძებდნენ?
11 წლის მარიამზე, რომელიც დიდ დიღომში რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს, ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ბავშვი დედამისს ეჩხუბა და თავისი ძაღლის სახლში დაიმალა.
"ბავშვი მარიამი იპოვეს, თავისი ძაღლის სახლში იმალებოდა, თურმე დედამისს ეჩხუბა და გაიქცა. ის მანამდეც გაქცეულა სახლიდან ერთხელ, სარდაფში იმალებოდა ფიცრების უკან. მეორედ კი სახლიდან რომ გაიქცა, დილის პირველ საათზე დაბრუნდა", - წერენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მოზარდს 16 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა ოჯახი.