"დღის გმირები, ამ სუპერ ბიჭებმა იპოვეს მძინარე მარიამი" - ახალი დეტალები 11 წლის გოგოს საქმეზე
11 წლის მარიამი, დიდ დიღომში რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
როგორც სოციალურ ქსელში სამუშაოებში ჩართული მოქალაქე, რატი გაგნიძე წერს, ბავშვი ორმა ბიჭმა იპოვა.
"დღის გმირები, ამ სუპერ ბიჭებმა იპოვეს მძინარე მარიამი", - წერს რატი გაგნიძე.
შეგახსენებთ, მოზარდს ოჯახის წევრები 16 ივნისის საღამოს 7 საათიდან ეძებდნენ. გაუჩინარებამდე გოგონა დიდ დიღომში მდებარე "მწვანე სკოლასთან” ნახეს.
ის 17 ივნისს გვიან ღამით იპოვეს.
სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველებთან ერთად მოსახლეობაც იყო ჩართული.