თეგებით ძიება

ბარიკადებზე ვერ დადგება, იმიტომ, რომ პალატაშიც ძლივს დგას... - გიული ალასანია სააკაშვილზე

საქართველოს ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სააკაშვილი ბარიკადებზე ვერ დადგება, იმიტომ, რომ პალატაშიც ძლივს დგას.

"ის, რომ მას საქართველოს სიყვარული და ინტერესი მუდმივად აქვს, ეს ხომ ფაქტია, მგონია არავის ამაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს. მე ვერ ვხედავ, მას მაინცდამაინც აქტიურად პოლიტიკაში, გააჩნია როგორ და რა ფორმით იგულისხმა პოლიტიკაში მონაწილეობა. ალბათ, ის ბარიკადებზე ვერ დადგება, იმიტომ, რომ პალატაშიც ძლივს დგას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ინტერესი აქვს. მე არაფერ შუაში ვარ, ის ყოველთვის თვითონ იღებდა გადაწყვეტილებას და ახლაც თვითონ იღებს. ვფიქრობ, რომ საკმარისი გამოცდილებაც აქვს საამისოდ და საკმარისი ასაკიც. ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის შესახებ, რადგან ის საქართველოს მოქალაქე არ არის და პრემიერი ვერ იქნება, როგორ უნდა იყოს?" - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ქართულ პოლიტიკაში ჩართვას აქტიურად გეგმავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა