სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა - რა მოხდა უგანდაში?
უგანდაში სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა.
BBC-ის ცნობით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ მპონდვეში მომხდარი თავდასხმის უკან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მეამბოხეები იდგნენ.
კიდევ 8 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ გადარჩენას მედიკოსები ცდილობენ. არაა გამორიცხული, რომ მოსწავლეთა ნაწილი მეამბოხეებმა გაიტაცეს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ მეამბოხეებს სამხედროები დაედევნენ. შეიარაღებული მებრძოლები ვირუნგას ეროვნული ნაკრძალისკენ მიემართებიან.