"20-მდე კაცმა დაგვიწყო რტყმა" - თსუ-ში საპროტესტო ბანერებით მისულ ახალგაზრდებს კობახიძის ლექციიდან გამოსული სტუდენტები თავს დაესხნენ (ვიდეო)
დაპირისპირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - სტუდენტებს, რომლებიც ირაკლი კობახიძე რუსული რუბლებით და საპროტესტო ბანერებით დახვდნენ "ოცნების" თავმჯდომარის ლექციიდან გამოსული სტუდენტები თავს დაესხნენ.
აქციის მონაწილე ახალგაზრდების თქმით, პროფესორ კობახიძის ლექციიდან გამოსულ სტუდენტებს მათი გამოხატვის თავისუფლების ფორმა არ მოეწონათ.
"აუდიტორიაში როცა შევედით, რათა გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი, ჯერ ვიღაც მოძველბიჭო ელემენტები იდგნენ იქ და საქმეებს გვირჩევდნენ, შემდეგ გამოვიდნენ აუდიტორიიდან, აღარ მოერიდნენ არაფერს, პლაკატები წაგვართვეს, სადღაც 20-მდე კაცი გამოვიდა აუდიტორიიდან და დაგვიწყეს რტყმა, კიბეებიდან დაგვაგორეს, ამ დროს დაცვა იქ არ არის, არავინ იქ არაა, შემდეგ მოვიდა დაცვა, რომ გვცემეს და შემდეგ გამოგვათრიეს იქიდან. ეს ის ხალხია, რომლებიც სტუდენტები არ არიან, არიან კობახიძის სპეციალურად მოყვანილი ხალხი", - ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.