თეგებით ძიება
17. 06. 2023 ვიდეო

"რას გავხარ, შე სოფლელო გლეხო, ჩამოთრეულო, მახინჯო"... დირექტორი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, 2 დღის წინ კი, ჩაარტყა თავში" - REZON-ის დირექტორს ძალადობაში ადანაშაულებენ (ვიდეო)

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნინო ჟორჟოლიანი წერს, რომ სტამბა REZON-ის დირექტორმა, რეზო რაზმაძემ ერთ-ერთ თანამშრომელზე ფიზიკურად იძალადა.

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ამბავი გავახმაურო. რადგანაც არც ერთი მოძალადე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, რომ სხვასაც არ მოუხდეს იმ უმძიმესი გამოცდილების მიღება, რაც ჩემს მეგობარს გადახდა. ის 2020 წლიდან მუშაობს სტამბა REZON-ში და ამ 3 წლის მანძილზე დირექტორი რეზო რაზმაძე ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამახვილებდა ყურადღებას ბავშვობაში მიღებული დამწვრობაზე. 2 დღის წინ კი მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩაარტყა თავში და ეძახდა შეურაცხმყოფელს სიტყვებს: რას გავხარ, შე მათხოვარო, წაეთრიე სამსახურიდან, სოფლელო გლეხო, ჩამოთრეულო,მახინჯო", რისი გადაღებაც ჩემმა მეგობარმა მოახერხა. 

ჩემი აზრით, ეს არის ამაზრზენი ფაქტი და  სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობარს, ადამიანს, რომელთანაც ძალიან მნიშვნელოვანი წლები მაკავშირებს. იშვიათად მინახავს გვანცა ქველაძეს მსგავსად ერთგული, კეთილი და საყვარელი ადამიანი,  რომელსაც ყველაფერში შეგიძლია დაეყრდნო. ძალიან ვწუხვარ,რომ მას ამ ყველაფრის გადატანა მოუხდა და ვფიქრობ, რომ მოძალადე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ასევე, თხოვნით მივმართავ ყველა იმ კომპანიას, რომელიც (პსპ აფთიაქი, ავერსი, ფარმსახლი, ჯპს აფთიაქი, ფარმადეპო, ჯიპიაი ჰოლდინგი, საქართველოს ეროვნული ლატარია,კრედო ბანკი,  - ბაზისბანკი,  პაშა ბანკი,  რებანკი)თანამშრომლობს შპს რეზონთან, რომ შეწყვიტოთ თანამშრომლობა, რადგანაც თქვენ მიერ გადახდილი თითოეული თეთრი მოძალადეს აძლიერებს. გარდა ამისა, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა