თეგებით ძიება

თორნიკე რიჟვაძევ, თვით ლაჩარო ბიჭო... - როგორ მიმართავს, ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედა რიჟვაძეს?

2008 წლის ომის ვეტერანები და გმირების ოჯახის წევრები აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ.

აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებას ომში დაღუპული 20 წლის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედა, მარინა გზირიშვილი გამოეხმაურა.

„თორნიკე რიჟვაძევ, თვით ლაჩარო ბიჭო, ეს სამხედრო ფიცი ჩემმა 20 წლის ვაჟკაცმა შვილმა და მისმა თანამებრძოლებმა რომ დადეს ღმრთის წინაშე, პირნათლად შეასრულეს ღმრთისა და ქვეყნის წინაშე. შენ რა შეასრულე და გააკეთე შე მდაბიო ბიჭო ღმრთისა და ქვეყნის წინაშე. ( არაფერი). მე შენ გეუბნები როგორი ლაჩარიც ხარ თვითონ ყველა ლაჩარი ნუ გგონია მოვა ერთი დროც და ღმრთისგან და ყველა საქართველოს გმირი ვაჟკაცებისგან მოგეკითხება," - აცხადებს მარინა გზირიშვილი.

​შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, წლიური ანგარიშის წარდგენისას 2008 წლის ომის გმირებს შეურაცხყოფა მიაყენა და აგვისტოს ომს, "ლაჩრულად წაგებული ომი" უწოდა.

მას შემდეგ კი რაც რიჟვაძის ამ განცხადებას მწვავე რეაქციები მოჰყვა, მან "დააზუსტა", რომ მიხეილ სააკაშვილს გულისხმობდა.  თუმცა, გმირების ოჯახის მოთხოვნებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა