"მეტი არაფერია რუსეთი, თუ არა ძალადობა რელიგიის სახელით, ომი მშვიდობის სახელით და მკვლელობა სიცოცხლის სახელით..." - ნიკა მელია
"ნაც მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერზე თავდასხმას ეხმიანება და წერს, რომ ფაქტზე „ხალხის ძალის" წარმომადგენლის, ვატო შაქარაშვილის განცხადება, ძალადობის წაქეზებაა.
"მეტი არაფერია რუსეთი, თუ არა ძალადობა რელიგიის სახელით, ომი მშვიდობის სახელით და მკვლელობა სიცოცხლის სახელით....
თუ რამე არის ქართული მრავალფეროვნებაა, თუ რამე არის ქრისტიანული ტოლერანტობაა ....
ის კი, რაც აქ წერია, არის ძალადობა, არის დანაშაული, ამის გაკეთებაც, მოწონებაც, გაზიარებაც და წაქეზებაც! ამას არც კაცობასთან, არც ქრისტიანობასთან, არც ეროვნულობასთან და არც ევროპულობასთან არაფერი აქვს საერთო!", - წერს მელია.
ზურაბ ჯაფარიძეს უცნობმა მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიტიკოსის თქმითმე,საზაფხულო ბანაკის მიმდებარედ უცნობი პირები შეიკრიბნენ და ბანაკში მყოფებს ემუქრებიან.