თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილი გააქტიურებულია, განწყობაც გაუმჯობესებული აქვს - ზურა ჩხაიძე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მისი განწყობაც გაუმჯობესებულია.

მისივე თქმით, პრობლემად რჩება კვების საკითხი, რაც რაოდენობრივად არის გაუმჯობესებულია, თუმცა სრულად არ ხდება მედიკოსების რეკომენდაციების გათვალისწინება.

„შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამჟამად, მხოლოდ ჩვენი კლინიკის გამოტანილი დიაგნოზების მდგომარეობას შეესაბამება. მოხარული ვართ, რომ ჩვენი კლინიკის ყველა დიაგნოზი დადასტურებულია. შესაბამისად, ამ მკურნალობის შედეგია, რომ პაციენტი თავს უკეთესად გრძნობს, უფრო გააქტიურებულია, მოძრაობითაც უფრო აქტიურად მოძრაობს, მისი განწყობაც გაუმჯობესებულია. კვება, რა თქმა უნდა, რჩება პრობლემად. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მკურნალობის პროცესის. სრულად არ ხდება ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება, თუმცა კვების ნაწილი რაოდენობრივად გაუმჯობესებულია. გარკვეულწილად ითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციებს, სამკურნალო პროცედურებსაც, თუმცა არის რაღაც მომენტები, როცა მთლად ურთიერთთანხმობა არ გვაქვს ამ ნაწილში“, – აცხადებს ჩხაიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა