"ბავშვებზე ამ ძალადობას ცხვირიდან ამოგადენ..." - ვის მიმართავს ბექა ყორშია?
ჟურნალისტი, ბექა ყირშია "ხალხის ძალის" ერთ-ერთ წევსრ, ვატო შაქარაშვილს სოციალურ ქსელში საჯაროდ მიმართავს. მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
"დღეს იქნება თუ როცა იქნება, ბავშვებზე ამ ძალადობას ერთ სიუჟეტში ცხვირიდან ამოგადენ. თან ისე, რომ წინა დღით მეხვეწო და მემუდარო, არ გაუშვა, არ გაუშვაო", - წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს უცნობმა მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიტიკოსის თქმით, პარტიის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკის მიმდებარედ უცნობი პირები შეიკრიბნენ და ბანაკში მყოფებს ემუქრებიან.