თეგებით ძიება

"ზურა ჯაფარიძე იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის" - რას წერს კაცი, რომელმაც პოლიტიკოსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა?

მოქალაქე სოსო მაისურაძის მტკიცებით, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

სოსო მაისურაძე  სოციალურ ქმედების მიზეზებსაც განმარტავს:

"მოგესალმებით, მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი.

ჩემს მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს...

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა - არსად დამალვას არ ვაპირებ. ვარ ჩემს მეობართან გორში და ვიყენებ მის "ფეისბუკგვერდს", -  წერს მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს უცნობმა მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიტიკოსის თქმით, პარტიის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკის მიმდებარედ უცნობი პირები შეიკრიბნენ და ბანაკში მყოფებს ემუქრებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა