ოლიგარქი გადავიდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა მიმართ ანგარიშსწორების ახალ, ტერორისტულ ეტაპზე - შალვა ნათელაშვილი ივანიშვილზე
"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი "გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.
"ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმა რა თქმა უნდა ორგანიზებულია და ნიშნავს, რომ ოლიგარქი გადავიდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა მიმართ ანგარიშსწორების ახალ, ტერორისტულ ეტაპზე. რწმენის დამცველებს კი მინდა შევახსენო რომ ეკლესიისა და პატრიარქისთვის ისტორიაში არავის უკადრებია ის სიბინძურეები რაც ჩაიდინა ივანიშვილმა თავისი სპეცსამსახურებით, როდესაც ლამის არცერთი მეუფე არ დატოვეს პირადი ცხოვრების კადრების გარეშე, ხოლო პატრიარქს არაერთხელ აუგორეს უბინძურესი პროვოკაციები. ამიტომ ვისაც გული ერჩის ამ პრობლემაზე მიაკითხონ ოლიგარქს სოლოლაკსა თუ შეკვეთილში", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს გორში, „სმარტთან“ თავს დაესხნენ. პარტიის წევრის, ანა ყურაშვილის ინფორმაციით, ჯაფარიძეს თავს ერთი პირი მაშინ დაესხა, როდესაც ის მანქანაში იმყოფებოდა, შედეგად მას თვალი აქვს დაზიანებული.