თეგებით ძიება

"ჩვენზე მოსიყვარულე ერი იშვიათია!!!" - რას წერს ემიგრანტი?

ემიგრანტი, ხათუნა შარაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და 11 წლის მარიამის პოვნას ეხმაურება.

"ამას ვამტკიცებ ჩემი ემიგრანტული ცხოვრების მანძილზე, რომ....!!!!

ჩვენზე მოსიყვარულე ერი იშვიათია!!!

რომ საქართველო დიდი განსაცდელების და დიდი სიყვარულის ქვეყანაა!!! 

რომ ჩვენნაირი ოჯახი მსოფლიო რუკაშე ცოტაა!!!

რომ ერთხელაც იქნება ფეხზე წამოვდგებით!!! 

არ შეიძლება ეს ერთიანობა დაიკარგოს!!! 

ჩემი სიტყვების ამაზე დიდი მტკიცებულება  არ მეგულება, ვიდრე 11 წლის მარიამის ირგვლივ ყალზე დამდგარი ქართველი ხალხის ერთიანობა!!! 

იმედი მოიმარაგეთ ემიგრანტებო, ჩვენ ვუყვარვართ სამშობლოს და ვერასდროს ვერცერთი ქვეყანა ვერ ჩაგვინაცვლებს მას!!! 

პ.ს. სამი დღეა რაც სამშობლოში ვარ და სხეულის ცახცახი, ამ მადლიან მიწაზე ყოფნის განცდისას არ მინელდება!!!", - წერს ემიგრანტი.

შეგახსენებთ, მოზარდს ოჯახის წევრები 16 ივნისის საღამოს 7 საათიდან ეძებდნენ. გაუჩინარებამდე გოგონა დიდ დიღომში მდებარე "მწვანე სკოლასთან” ნახეს.

ის 17 ივნისს გვიან ღამით იპოვეს.

სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველებთან ერთად მოსახლეობაც იყო ჩართული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა