თეგებით ძიება

"მემუქრებოდა დაგაკავებო" - ნაცემი სტუდენტის მტკიცებით, საავადმყოფოში, მის პალატაში იარაღიანი კაცი შევიდა

თსუ-ში დაშავებული სტუდენტის, ლუკა შველიძის მტკიცებით, ხეჩინაშვილის კლინიკაში, მის პალატაში სამოქალაქო ფორმაში გადაცმული იარაღიანი პირი შევიდა და დაკავებით ემუქრებოდა.

ლუკა შველიძე ამტკიცებს, რომ მისი პირადი ინფორმაციის მოპოვება მერიის თანამშორმელს სურდა. თსუ-ს სტუდენტი, რომელიც დღეს ირაკლი კობახიძის მხარდამჭერებმა სასტიკად სცემეს, იხსენებს, რომ უცნობი მამაკაცი მას პოლიციელად გაეცნო და ასევე ამბობს, რომ პირი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომაროებაში იმყოფებოდა. 

შველიძე ამბობს, რომ როდესაც მან შეიარაღებულს კითხვების დასმა დაუწყო, უცნობი პირი გაღიზიანდა, იარაღი ამოიღო, სცადა მისი დაშიენება, გადაუგრიხა სტუდენტს ხელები და მას ახლა უკვე ხელებზეც აღენიშნება სხვადასხვა დაზიანებები

პროტესტის შემდეგ მამაკაცი  კლინიკის შენობიდან გააძევეს. 

"ფიზიკურად მომიწია ჭიდაობა, რომ სანამ პოლიცია მოვიდოდა არ გაქცეულიყო. ჰქოდნა თან იარაღი, მემუქრებოდა დაგაკავებო, გადამიტრიალა ხელები, ფიზიკურად მეჭიდავებოდა. თვითონ მითხრა თანამშრომელი ვარ, თან არაფხიზელ მდგომარეობაში იყო", - ციტირებს "ტვ პირველი" სტუდენტს.

სტუდენტის მშობელი ამბობს, რომ პატრულმა ვერ დაადგინა უცნობი პირი ნასვამი იყო თუ არა, ასევე არ მომხდარა იარაღის ჩამორთმევაც.

წყარო: tvpirveli.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა